გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი Cenomi Retail
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
Cenomi Retail მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
Cenomi Retail Georgia 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

ცხადდება ვაკანსია გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

მისამართი:
  • სითი მოლი საბურთალო - პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1
  • თბილისი მოლი - დავით აღმაშენებლის ხეივანი
  • ისთ ფოინთი - ალექსანდრე თვალჭრელიძის #2
  • გლდანი სითი მოლი - ომარ ხიზანიშვილის ქუჩა #27
  • მერანი მოლი - შოთა რუსთაველის გამზირი #42
  • Grand Mall ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა #29

სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი:
სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

ნახევარი განაკვეთი:
  • სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 400 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

განსახორციელებელი საქმიანობა:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
  • კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
  • პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
  • მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური და აქტიური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • კორპორატიულ დაზღვევას
  • წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: cvgeo@cenomi.com.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენთვის სასურველი სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო ლოკაციის მიხედვით:
გაყიდვების კონსულტანტი სრულ განაკვეთზე ან ნახევარ განაკვეთზე ბათუმში ან თბილისში (მიუთიეთ სასურველი მოლი).