პრისეილერი HORECA-ს მიმართულებით

თბილისი სრული განაკვეთი მზიური
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: პრისელერი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, მასლიანა, ფერმა, ტულჩინკა, გრემიო, კაპრო...) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს, ვაკანსიას ქ.თბილისში სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) თანამდებობაზე HORECA-ს მიმართულებით.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
  • მაღალ ფიქსირებულ ხელფას
  • გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
  • სამოტივაციო ბონუს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • საწვავით უზრუნველყოფას

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წელი გამოცდილება .
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურობა
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
  • დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
  • შრომისმოყვარეობა
  • ოუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

მოვალეობები:
  • უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
  • უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
  • უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
  • აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
  • ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
  • გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე.
  • უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.jishkariani@mziuri.com.ge
ვაკანსიის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’

შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნი