კომი შეფი

ბათუმი სრული განაკვეთი რუმს ჰოტელს ლაბი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შეფ-მზარეული
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS   BATUMI აცხადებს ვაკანსიას კომი შეფის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • შეფისთვის და ჯუნიორ სუ შეფისთვის დახმარების გაწევა;
  • კერძის მოსამზადებელი ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • „მიზანპლასის“ მომზადება;
  • შეფ მზარეულის მიერ დავალებების შესრულება; 
  • ყველა შეკვეთას ზედმიწევნით შესრულება;
  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად; 
  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი; 
  • მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება; 

საჭირო უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი სარგებელი:
  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.batumi@roomshotels.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.