კომერციული მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ALL-P GROUP
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 4000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: კომერციული დირექტორი
კომპანია “ოლ-პი ჯგუფი” დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.
2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს.
პროფესიონალიზმი,გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს            “ოლ-პი ჯგუფი”-ს წარმატების საწინდარს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.all-p.ge

„ოლ-პი ჯგუფი“  აცხადებს ვაკანსიას  კომერციული  მენეჯერის    პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური დამკვეთების მოძიება და მათთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;
  • ტენდერებში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა,რაც გულისხმობს: ტენდერების მოძიებას, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას და ტენდერების პროცესის სრულად წარმართვას;
  • დამკვეთების  ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
  • სამშენებლო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და მათი განვითარება-დანერგვა კომპანიაში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება  შესაბამისი მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი);
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.

უნარ-ჩვევები:
  • მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი. 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი:  სრული;
  • ანაზღაურება: 3000 – 4000 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის  25 მაისამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ოლ-პი ჯგუფის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!