ლაბორატორიის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნუტრიმაქსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: ლაბორატორია/პათოლოგია
„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. 
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს ცილის წარმოებას სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის  ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.  
კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/ 
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax 

კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
  • საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
  • ნიმუშების მიღება-აღრიცხვა და რეპორტების წარდგენა; 
  • ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
  • წარმოების ნიმუშების აღება და შემოწმება შესაბამისი SOP-ების მიხედვით;
  • მიღებული შედგეების გადამოწმება დაწესებულ ნორმებთან;
  • ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მოვლა: წმენდა, დაკალიბრება გაწერილი პერიოდულობით;
  • შესაბამისი სამუშაო ფორმების შევსება;
  • ექსპერიმენტებში ჩართულობა;
  • გარე ლაბორატორიებისთვის ნიმუშების მომზადება;
  • გარე ლაბორატორიული მონაცემების მონიტორინგი;

სავალდებულო მოთხოვნები : 
  • აუცილებელია კვების ტექნოლოგიის/ქიმიის/ბიოლოგიის მიმართულების უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ: 
  • პროფესიული და პერსონალური განვითარების შესაძლებლობა 
  • მრავალფეროვანი შემეცნებითი და სპორტული აქტივობები 
  • კვება და ტრანსპორტირება  

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლევან ღოღობერიძის 67 ბ.
სამუშაო გრაფიკი: - დინამიური (ცვლებში მუშაობა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 3 ივნისის ჩათვლით,  მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ლაბორატორიის სპეციალისტი“
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.