ოპერაციების სამსახურის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
რებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.   
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე  
სამუშაო ლოკაცია:  თბილისი, ფეიქრების 32 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება)  
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00 სთ  
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 
 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:   
  • ყვითელი ტექნიკის გეგმიური სერვისის რეესტრის წარმოება/კონტროლი; 
  • გენერატორების/ჰაერის კომპენსორების სერვისის რეესტრის წარმოება/კონტროლი; 
  • კომუნიკაცია, მომსახურების დაგეგმვა სერვისებზე: კომპრესორები, გენერატორები, სასწორები, დამტვირთველები, ადმინისტრაციის მანქანები და სხვა ყვითელი ტექნიკა; 
  • მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; 
  • კონტრაქტორების სხვადასხვა დოკუმენტაციის და აქტების მომზადება; 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებსა და რეგულაციების დაცვა.  
  
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა  
  • საქმიანობის დაგეგმის/ორგანიზების უნარი  
  • დეტალებზე ორიენტირებულობა  

არსებული ბენეფიტები:  

  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად.  
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით.  
  
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).  
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ოპერაციების სამსახურის სპეციალისტი (თბილისი) 
  
გისურვებთ წარმატებას!    
   
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.   
   
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.   
   
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.    
   
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.