საწყობის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჩემი ოფისი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
„ჩემი ოფისი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე, ქ.თბილისში: 
„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების, საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს:  https://myo.ge/

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობის ნაშთების კონტროლი; 
  • პროდუქციის მიმოსვლის კონტროლი;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  • სამუშაო ადგილზე წესრიგის დაცვა.
  • პროდუქციის მიღება - დასაწყობება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია რუსული ენის ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • უპირატესად ჩაითვლება  1 C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:
  • სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00
  • თანამედროვე სამუშაო სივრცე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@myoffice.com.ge . გთხოვთ სათაურის  ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის სპეციალისტი,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.