ღამის ტვირთების დამუშავების სპეციალისტი

თბილისი ნახევარი განაკვეთი DHL
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას ღამის ტვირთების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე რუსთავში. 
 
სამუშაო პირობები:  
  • განაკვეთი: ნახევარი; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • შემომავალი და გამავალი ტვირთების გადაადგილება საწყობში და სხვა ისეთი ოპერაციები, როგორიც არის: დაცლა, დატვირთვა, დახარისხება, შეფუთვა, დაზედდებულება;  
  • პასუხისმგებელია ტვირთის საწყობში სწორად განლაგებაზე მარკირების მიხედვით; 
  • ტვირთის დაპალეტება და სასაწყობო ფართის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალური უტილიზაციის უზრუნველყოფა; 
  • სხვადასხვა ზომის სატრანსპორტო საშულებათა დაცლა და დატვირთვა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით; 
  • შემომავალი და გამავალი გზაბნილების მითვლა ჩაბარებისას/გადაბარებისასტვირთების გარეგანი ინსპექტირება და  ნებისმიერ შეუსაბამობას (დაზიანების, ვადის გასვლის, დანაკლისის, როგორც წონაში, ასევე, ადგილების რაოდენობაში) აღრიცხვა; 
  • გზავნილებზე დანათება  შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მეშვეობით; 
  • ჩაანაცვლოს  კურიერი შვებულების, ავადმყოფობის და სხვა მიზეზით არყოფნის შემთხვევაში, სამუშაო დროის არაუმეტეს 20%-სა 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება; 
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის.  
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება,  გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა; 
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება; 
 
უნარ-ჩვევები: 
  • პუნქტუალური; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; 
  • სიახლის ათვისების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტრირებული; 
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე  19 მაისის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა. 
 
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.