რესტორნის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი SANJHA CHULHA Indian Restaurant & Bar
მივლინება: არა ხელფასი: 1800
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: რესტორნის მენეჯერი
სანჯა ჭულა - ინდური რესტორანი და ბარი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რესტორნის მენეჯერი

მოვალეობები:
  • რესტორნის ყოველდღიური საოპერაციო მართვა. წესრიგის და სისუფთავის კონტროლი.
  • რესტორნის ფინანსური მენეჯმენტი (ყოველდღიური საოპერაციო ხარჯების აღრიცხვა, ანგარიშგება, ფინანსური განყოფილებისთვის მონაცემების მომზადება და მიწოდება)
  • მომწოდებლებთან ყოველდღიური შეკვეთების განთავსება (სამზარეულო + ბარი ) ასევე საყოფაცხოვრებო საქონელის შეკვეთა, მოხმარების და მუდმივი ხელმისაწვდომობის კონტროლი.
  • პროდუქციის ყოველდღიური მიღება და ხარისხის და რაოდენობის შესაბამისობის კონტროლი.
  • სალაროს გახსნა/დახურვა. კომუნიკაცია ბუღალტერთან, კომპანიის დირექტორთან.
  • რესტორანში მიმდინარე აქციების და სპეციალური შეთავაზების განხორციელების კონტროლი.
  • რესტორნის სისუფთავესა და სარესტორნო სტანდარტების დაცვა ჰასპის სტანდარტების შესაბამისად
  • პერსონალის სამუშაო პროცედურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და აღსრულების კონტროლი.
  • დისციპლინა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
  • საკადრო პოლიტიკის წარმართვა, კანდიდატების ძებნა, დაქირავება, სტაჟირების კონტროლი, პერსონალის მომზადება რესტორნის მოთხოვნების და სტანდარტები--შესაბამისად და შემდეგ მათი შეფასება - სერტიფიცირება.
  • პერსონალის სამუშაო გრაფიკების შედგენა და კონტროლი 
  • უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვა
  • შეკვეთის მიტანის სერვისის WOLT და Glovo აპლიკაციის მართვა.
  • ჯავშნების მიღება და მისი ორგანიზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
  • მენეჯერად მუშაობის გამოცდილება: 5+ წელი (აუცილებელი მოთხოვნა)
  • ენების ცოდნა: ქართული / ინგლისური / რუსული (სასურველია)
  • სარესტორნე სისტემა მუშაობის გამოცდილება (სასურველია FINA)
  • კერძების საკალკულაციო ბარათების შედგენის და თვითღირებულების გაანგარიშების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • სტრესულ გარემოშ მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • საცხოვრებელი ადგილი - თბილისი

რესტორნის სამუშაო საათები: 11 დან 23: საათამდე. დავით აღმაშენებლის 130
დილის 11-ის ნახევრიდან საღამოს 9 სთ-მდე
ხელფასი 1800 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: psingh@sanjhachulha.ge  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 596031313