PR / მარკეტინგის მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი ვესტ პოინტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
შპს „ვესტ პოინტი“ ქალაქ ქუთაისში ჟ.შარტავას ქ. #2 მდებარე სავაჭრო ცენტრში აცხადებს ვაკანსიას PR/მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-15:00 (შესვენება 1 სთ)
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ცნობადობის გაზრდა;
  • სავაჭრო ცენტრის არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების, პრეზენტაციების, აქტივობების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების მომზადება; 
  • კომპანიის PR/მარკეტინგული სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
  • კომპანიის სოციალური ქსელების გაუმჯობესება, ინფორმაციის განთავსება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მართვა და კოორდინირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის PR/მარკეტინგული სტრატეგიის მართვას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება. (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • მარკეტინგისა და პიარ ანალიზის მართვის ცოდნა;
  • სოციალური მედიის (Facebook, Instagram, etc.) ცოდნა;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა; 
  • ინფორმაციის ანალიზისა და გადაცემის უნარი;
  • კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: akajaia21@gmail.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
გისურვებთ წარმატებებს !