იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
აგრო კომპანია „ბარაქა“, რომელიც ოპერირებს საქართველოში 5 წელზე მეტი და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ვეძებთ ახალ თანამშრომელს იურისტის პოზიციაზე, რომელიც აქტიურად ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს სასურველია ჰქონდეს კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება. https://www.facebook.com/Baraka.Georgia გვიხილეთ ფეისბუქზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სახელშეკრულებო სტანდარტებისა (დრაფტების) და სამართლებრივი პროცედურების/ინსტრუქციების შემუშავება;
  • კომპანიის სადამფუძნებლო/კორპორაციული დოკუმენტების შემუშავება, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა/წარმომადგენლობა მათი რეგისტრაციის მიზნით;
  • საკანონმდებლო სიახლეებისა და იურიდიული პრაქტიკის ანალიზი და მისი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა სახელშეკრულებო ურთიერთობებში/მოლაპარაკებებში;
  • კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა (მათ შორის შრომით-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხებზე);
  • დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით);
  • კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ხელშეკრულებებზე და სხვა იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპანიის იურიდიულ პროცესების, პროცედურებისა და სტანდარტების დახვეწაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
  • ინგლისურ ენაზე იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსულ ენაზე იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები / უნარები:
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • ბიზნესის ამოცანებზე ორიენტირებულობა;
  • განვითარებისკენ სწრაფვა;
  • გუნდურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, ანაზღაურებას- შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 13, სპორტის სასახლის მომდებარე ტერიტორია.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე , 10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთCVფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,იურისტი,,
გისურვებთ წარმატებებს!