„Swissotel Tbilisi” აცხადებს HR კოორდინატორის ვაკანსიას .
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ძირითადი მოვალეობები:
- HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
- სახელფასო ფაილების მომზადება
- თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება
- შერჩევის პროცესში ჩართულობა(ვაკანსიების გამოცხადება, ტალანტების მოძიება, რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრების დაგეგმვა, კანდიდატების ბაზების წარმოება)
- თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, სამართალი, სოციალური მეცნიერებები , შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია)
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირების უნარი
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობიოს უნარი
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: salome.abramidze@accor.com
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!