სასტუმროს შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ibis Tbilisi Ortachala
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს შესყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე.

სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22

სასტუმროს შესყიდვების მენეჯერის ფუნქციები იქნება:
  • სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • ნაშთებისა და მარაგების კონტროლი/მონიტორინგი;
  • შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
  • ბაზრის კვლევის და მომწოდებელთა ბაზების მართვა;
  • პროექტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავების პროცესის მართვა;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე; 
  • მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან;
  • იმპორტული საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
  • შერჩეული კანდიდატი, ასევე მხარს დაუჭერს კომპანიას შესყიდვების პრაქტიკისა და მიდგომების გაუმჯობესებაში და იმუშავებს, როგორც გუნდის წევრი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასტუმროს სფეროში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel
  • ინგლისური - წერა/ზეპირი ძალიან კარგად.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება,მაშინ  გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  სასტუმროს შესყიდვების მენეჯერი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.