ოპერატორი

ბათუმი სრული განაკვეთი Alliance Palace
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“  აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:
  • შემოსული ზარების პასუხი/გადამისამართება
  • შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა
  • მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი დავალების შესრულება/სწორი კოორდინაცია/PMS-ში მონაცემების შეყვანა
  • დაკისრებული მიმდინარე დავალებების შესრულება

მოთხოვნები:
  • სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების ან უცხო ენების განხრით.)
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • უცხო ენების ცოდნა 
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
  • სასტუმროს მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. (Opera-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 23 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „ოპერატორი“.

გისურვებთ წარმატებას!