მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი სპექტრუმ
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
საპროექტო-სამშენებლო კომპანია სპექტრუმი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მძღოლი ვალდებულია, კომპანიის კუთვნილი ავტომობილით უზრუნველყოს ხელმძღვანელის და თანამშრომლების უსაფრთხო გადაადგილება;
  • საჭიროების შემთხვევაში მოემსახუროს დამსაქმებელის ოჯახის წევრებს;
  • კომპანიის სტანდარტის შესაბამისად დაიცვას, როგორც პირადი ასევე მანქანის ჰიგიენა;
  • მუდმივად იქონიოს ავტომობილი ტექნიკურად გამართული;
  • უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისთვის მომზადება და დაწესებულ ვადებში ჩატარება;
  • ავტომობილის გაუმართაობის შემთხვევაში, დროულად აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოს ხარისხიანი და დროული ჩატარება;
  • მკაცრად დაიცვას უსაფრთხოდ მოძრაობის წესები;
  • შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ან/და დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მითითებები და ყოველი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს დამსაქმებელს შესათანხმებლად;
  • სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს დროულად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალური და ორგანიზებული;
  • თავაზიანი და პასუხისმგებლიანი;
  • მშვიდი და გაწონასწორებული;
  • მოქნილი და ენერგიული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “მძღოლი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
“სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.