საპროექტო-სამშენებლო კომპანია სპექტრუმი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.ძირითადი მოვალეობები:- მძღოლი ვალდებულია, კომპანიის კუთვნილი ავტომობილით უზრუნველყოს ხელმძღვანელის და თანამშრომლების უსაფრთხო გადაადგილება;
- საჭიროების შემთხვევაში მოემსახუროს დამსაქმებელის ოჯახის წევრებს;
- კომპანიის სტანდარტის შესაბამისად დაიცვას, როგორც პირადი ასევე მანქანის ჰიგიენა;
- მუდმივად იქონიოს ავტომობილი ტექნიკურად გამართული;
- უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერებისთვის მომზადება და დაწესებულ ვადებში ჩატარება;
- ავტომობილის გაუმართაობის შემთხვევაში, დროულად აცნობოს დამსაქმებელს და უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოს ხარისხიანი და დროული ჩატარება;
- მკაცრად დაიცვას უსაფრთხოდ მოძრაობის წესები;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ან/და დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მითითებები და ყოველი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს დამსაქმებელს შესათანხმებლად;
- სამუშაო ადგილზე გამოცხადდეს დროულად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:- პუნქტუალური და ორგანიზებული;
- თავაზიანი და პასუხისმგებლიანი;
- მშვიდი და გაწონასწორებული;
- მოქნილი და ენერგიული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “მძღოლი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.“სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.