მთავარი ბუღალტრის დამხმარე/შემოსავლების ბუღალტერი ბათუმში

ბათუმი სრული განაკვეთი Wyndham Batumi
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული, თურქული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ბუღალტრის თანაშემწე

სასტუმრო Wyndham Batumi აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის (მთავარი ბუღალტრის დამხმარე/შემოსავლების ბუღალტერი) პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

ფუნქცია-მოვალეობები:

მთავარი ბუღალტრის დამხმარე/შემოსავლების ბუღალტერი:

  • უზრუნველყოფს კომპანიის შემოსავლების პროგრამულ აღრიცხვას შემოსავლის სახეების მიხედვით;
  • ყოველდღიურად ახორციელებს კომპანიის საბანკო ამონაწერების დამუშავებას და შესაბამის საბუღალტრო გატარებას;
  • აწარმოებს საბანკო ამონაწერების მიხედვით მომხმარებელთა საკრედიტო ბარათებით გადახდილი თანხების ჩარიცხვის კონტროლს;
  • აწარმოებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უნაღდო ანგარიშსწორებით ანაზღაურებული და ასანაზღაურებელი თანხების კონტროლს;
  • უზრუნველყოფს საბუღალტრო პროგრამაში დებიტორებისათვის ანგარიშების გახსნასა და ანგარიშებზე არსებული ნაშთების კონტროლს;
  • აწარმოებს ინვოისებისა და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნის ოპერაციებს დებიტორებისთვის და უზრუნველყოფს დავალიანებების დაფარვაზე კონტროლს;
  • ამზადებს დებიტორების ნუსხას, ამუშავებს შესაბამის ინფორმაციას და პერიოდულად აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის ხელმძღვანელობას;
  • აწარმოებს კომპანიის მომსახურების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირების დოკუმენტაციის კონტროლს, ამასთანავე უზრუნველყოფს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დღგ-ს არგადამხთელთა რეესტრთან შედარებას;
  • ყოველდღიურად უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების წარმოებას:
    • დღის განმავლობაში შემოსული თანხების კონტროლი და მათი შედარება საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებთან;
    • სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების მომზადება;
    • სალაროს მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი და შესაბამისი საბუღალტრო ღონისძიებების უზრუნველყოფა.
  • ყოველდღიურად უზრუნველყოფს შესაბამისი დეპარტამენტის (ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რესტორნის სერვისი და ა.შ.) მიერ მომზადებული დოკუმენტაციისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების შედარებას ნაღდ ფულთან;
  • ასრულებს ორგანიზაციის წესდების და ხელმძღვანელობის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებულ სხვადასხვა დავალებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება სასტუმროს სფეროში);
  • საბუღალტრო პროგრამა ორისი-ს ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
  • უცხოენების ცოდნა (ინგლისური, რუსული, თურქული - ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად).

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.

სამუშო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

როგორ დაგვიკავშირდეთ:

თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ ინგლისურ ენაზე ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - vacancy@wyndhambatumi.com გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.