გაყიდვების ოფიცერი ბათუმში

საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი


“კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 270 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, “კრისტალი” პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: ir.crystal.ge


"კრისტალი" გთავაზობთ:

  • მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:.

  • კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
  • პოტენციური კლიენტისათვის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა და კლიენტის დაინტერესება;

„კრისტალი“ ეძებს მათ ვინც არის:

  • მიზანდასახული და ენერგიული
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
  • ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

  • სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
  • საშუალო ან პროფესიული განათლება;

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2019 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე