სამრეწველო დანადგარების ელექტრიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ფავორიტი სტილი
ხელფასი: 800
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ელექტრიკოსი

კომპანია შპს „ფავორიტი სტილი“ აცხადებს ვაკანსიას სამრეწველო დანადგარების ელექტრიკოსის პოზიციაზე.

შპს „ფავორიტი სტილი“ 20 წლიანი გამოცდილების მქონე ფავორიტი ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა, რომელიც ეწევა პოლიგრაფიულ საქმიანობას და ის 2010 წლიდან აქტიურად არის წარმოდგენილი ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://phfavorite.ge/

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომსახურეობის გაწევა პლიგრაფიულ, საბეჭდ და სამრეწველო დანადგარებზე;
  • სქემის კარგად ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა გამართულ მუშაობაზე;
  • სანათი მოწყობილობების მონტაჟი;
  • რევიზიის ჩატარება ელექტრომომარაგების ქსელებსა და დაბალი ძაბვის ფარებზე;
  • სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება ელექტრომომარაგების ქსელებზე;
  • შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
  • სამუშაო იარაღების დანიშნულებების ცოდნა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების დროული შესრულება.

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო განრიგი: 10:00 – 19:00 სთ. კვირაში ექვსი სამუშაო დღე.

ანაზღაურება: 800 (რვაასი) ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ. მისამართზე hr@phfavorite.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!