ბრენდის კოორდინაციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბეიბი ლაინი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი

სადისტრიბუციო კომპანია „ბეიბი ლაინი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდის კოორდინაციის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული ბრენდის პროდუქციის შეკვეთების დაგეგმვა, ფორმირება;
  • დაქვემდებარებული ბრენდის პროდუქციის მიმართ ცნობადობის ამაღლებისა და გაყიდვების სტიმულირებისკენ მიმართული პროექტების ფორმირება და შემდგომი მართვა;
  • დაქვემდებარებული ბრენდის პროდუქციის გაყიდვების ანალიზი;
  • მომხმარებლთა მოთხოვნების ანალიზი; ანალიზის გამოყენება მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის ჩამოყალიბებისათვის და მომწოდებლებთან კომუნიკაციის დროს;
  • პროდუქციის ირგვლივ საჭირო ტექნიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებული ბრენდის პროდუქციის ირგვლივ დაგეგმილი ტრენინგების, სემინარების, პრეზენტაციების ტექნიკური მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (გამართული მეტყველების და წერის უნარები)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

პირობები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@babyline.ge და გთხოვთ, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ნოემბერი

შპს „ბეიბი ლაინი“ გისურვებთ წარმატებას!