კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი საკურიერო კომპანია ONWAY Delivery
ხელფასი: 800 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი

კომპანია ONWAY აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

ONWAY • ონვეი ინოვაციებზე ორიენტირებული ქართული საკურიერო კომპანიაა, რომელიც ამანათების მიწოდებას ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, კომპანია სამუშაო პროცესში მაღალტექნოლოგიური აპარატურის დანერგვის თანადროულად, სიფრთხილით არჩევს თანამშრომელთა ჯგუფის თითოეულ წევრს და ზრუნავს მათ შემდგომ განვითარებაზე.

სამუშაო საათები:

  • ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00
  • შაბათი - 10:00-14:00

სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: 800ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
  • სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
  • საკუთარი ავტომობილი
  • მართვის მოწმობა B კატეგორია
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • თბილისის ქუჩების საშუალო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებულობა
  • პუნქტუალურობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებთან განმკლავების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.ge

გისურვებთ წარმატებას!