ბუღალტერი ჩოხატაურსა და ზუგდიდში

ზუგდიდი, ჩოხატაური სრული განაკვეთი ენერგონი
მივლინება: დიახ
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ბუღალტერ-ოპერატორი

ს.ს. „ენერგონი“ ძველი „საქენერგორემონიტი“ (ჰიდროენერგეტიკული სამშენებლო კომპანია 1956 წლიდან) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

2 ვაკანტური პოზიცია

სამუშაო პირობები

სამუშაო ადგილი: გურია, ჩოხატაურის რაიონი (პერიოდულად მივლინება თბილისის ოფისში), ზუგდიდი (პერიოდულად მივლინება თბილისის ოფისში)

მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტების -ს/ზედნადებების, ა/ფაქტურების , მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების შექმნა/მიღება და გაგზავნა.
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების მიღების, გადაცემის, ჩამოწერის ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში, სიზუსტის კონტროლი.
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი, კონტროლი-ნაშთების ყოველდღიური კონტროლი და შედარება.
  • სალარო ოპერაციების ასახვა/კონტროლი
  • ხელფასების გაანგარიშება და დარიცხვა

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება ბუღალტრული ან ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით.
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საწარმოში/მშენებლობაზე).
  • საგადასახადო კოდექსის პრაკტიკული ცოდნა.
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება სასურველია ორის პროგრამაში (უმჯობესია -ორის მენეჯერში).
  • RS-პორტალზე მუშაობის გამოცდილება.
  • MS office ცოდნა (Excel, Word)
  • სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა

უნარები/თვისებები:

  • პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული,
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@edg.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შესაბამისი სამუშაო ადგილი. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 08 დეკემბერი 2019 წ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „საქენერგორემონტმა“დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.