ბუღალტერ-ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ართთაიმი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი

“ართთაიმი” 1999 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ცნობილი შვეიცარიული წარმოების საათებისა და საიუველირო ნაკეთობების იმპორტი და დისტრიბუციაა საქართველოში.

https://www.arttime.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტების მიერ განხორციელებული შესყიდვების კონტროლი;
  • მომწოდებელი კომპანიების მიერ "rs.ge"-ზე გამოწერილი ზედნადებების შედარება მაღაზიების მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან; სხვაობის დაფიქსირების შემთხვევაში მიზეზების იდენტიფიცირება და სწრაფი მოგვარება;
  • ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება, ზედნადებების დადასტურება შესყიდვების მიხედვით;
  • პროგრამა ORIS Manager- ში და პორტალ rs.ge-ზე მუშაობა;
    მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
    კრედიტორებთან შედარება;


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება(ბუღალტერია; ფინანსები);
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე;
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Excel);
  • საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: info@arttime.ge 25 ნოემბრამდე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.