1C  დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი OneSoft
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი

კომპანია OneSoft, 1C-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას 1C დეველოპერის პოზიციაზე.

კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების პროვაიდერს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი- 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე: www.onesoft.ge

სამუშაო მოთხოვნები:

  • პროგრამირება 1C-ის 8.2 და 8.3 პლატფორმებზე
  • კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, ადმინისტრირება, მხარდაჭერა
  • დამატებითი ანგარიშების და დამუშავებების შექმნა
  • კონფიგურაციის შექმნა/აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა
  • არებულ ბაზებზე მუშაობა, მონაცემების გაცვლა არსებულსა და სხვა ბაზებს შორის

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • პროგრამული ენების ცოდნა
  • სტუდენტურ ან კომერციულ პროექტებში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილებ
  • მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო ძირითადი ალგორითმების ცოდნა
  • პროგრამული კოდის ტესტირების უნარი
  • ტექნიკური დოკუმენტაციის რუსულ ენაზე წაკითხვის / გაანალიზების უნარი
  • შემოქმედებითი აზროვნება, სწავლის მიმართ გახსნილობა
  • აქტიურობა და მიზანმიმართულობა

სასურველია:

  • სპეციალისტის სერტიფიკატის ქონა - „Cпециалист по платформе 1С 8”
  • „1C Предприятие 8”-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ადმინისტრირება, კონფიგურაციის შექმნა, პროგრამირება)
  • კონფიგურაციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და 1C-ის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის მეთოდების ცოდნა
  • პლატფორმის მექანიზმების ცოდნა, მონაცემების გაცვლის უნივერსალური მექანიზმის ცოდნა, ინფორნმაციული ბაზების განაწილების მექანიზმის ცოდნა
  • ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
  • უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა, აქედან არანაკლებ 1 წლისა 8.2 / 8.3 ვერსიაზე
  • უპირატესობად ჩაითვლება მსხვილ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პროცესების ავტომატიზაცია 1C 8 პლატფორმაზე


სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 40 სამუშაო საათი)
  • ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

OneSoft გისურვებთ წარმატებას!