მოლარე-კონსულტანტი/საწყობის თანამშრმელი ქუთაისში

ქუთაისი სრული განაკვეთი დაიმერი
მივლინება: დიახ
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი

კომპანია "დაიმერი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის და საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე ქ.ქუთაისში.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ან არასრული

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ვეძებთ ჩვენი გუნდის ახალ წევრებს მოლარე-კონსულტანტის და საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე და სამუშაოდ ვიწვევთ მათ, ვისაც სურს:

  • გამოცდილების მიღება და მეგობრულ გუნდში მუშაობა
  • საკუთარი შემოსავალი
  • სამსახური სახლთან ახლოს
  • დინამიური და სიახლეებით სავსე სამუშაო გარემო


ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ და შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
  • სტაჟის მიხედვით მზარდ ანაზღაურებას
  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • ყოველთვიურ ბონუსს და სხვადასხვა საჩუქრებს
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
  • გაყიდული პროდუქციის შემოწმება
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური და(ან) რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • მიზანსწრაფულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: daimerikutaisi@gmail.com გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. ან მობრძანდით მისამართზე ქ.ქუთაისი გრიშაშვილის #9 (თეთრი ხიდის მიმდებარედ , მწერალთა სახლის წინ)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.