დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
ხელფასი: 400
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში დაცვის პოზიციაზე.

  • ანაზღაურება: 400 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი სამ დღეში ერთხელ

მოვალეობები:

  • კომპანიის შენობის შიგნით წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა.
  • კომპანიის გარე პერიმეტრის დაცვა.
  • კომპანიის ტერიტორიაზე არსებული ყველა უძრავი ქონების დაცვა.
  • კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებული ავტომობილების დაცვა გარეშე ხელყოფისაგან.
  • კომპანიის შენობაში დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის თავიდან აცილების უზრუნველყოფა.
  • ერთჯერადი კვება და სამსახურეობრივი ფორმით უზრუნველყოფა კომპანიის ხარჯზე.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • სისხარტე;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი