ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი ფინანსური ბიურო
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი

„ფინანსური ბიურო“ სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. დღესდღეობით ორგანიზაციაში 500-ზე მეტი თანამშრომელია გაერთიანებული. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო პრობლემური აქტივების მართვაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის“ პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე

სამუშაოს აღწერა:

  • დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
  • კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება ;
  • ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება; (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

  • მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი თბილისში“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.