მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი Gino Paradise
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული

„Gino Paradise” მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

“Gino Paradise” 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

„Gino Paradise” ზაფხულის სეზონისთვის აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამზარეულოს/ სამუშაო სივრცის წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • ნედლეულის/ინგრედიენტების წინასწარ მომზადება;
  • კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი რელევანტური გამოცდილება;

საჭირო პიროვნული უნარები:

  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ოპერატიულობა

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!