ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ , რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
  • არსებული რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია;
  • ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება;
  • 1C პროგრამაში რეპორტების წარმოება;
  • ბაზის მონიტორინგი დადგენილი პროცედურით და შესაბამისი პირების ინფორმირება საჭიროებისამებრ;
  • მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება და ინფორმაციის ჩამოტვირთვა;
  • გაყიდვების გუნდის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
  • გაყიდვებზე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება კომპანიის გაყიდვების თითოეული თანამშრომლის ჭრილში; 
  • საწყობის მარაგებისა და შეკვეთების ანალიზი;
  • ანალიზიდან გამომდინარე რეკომენდაციების/პროგნოზების შემუშავება და რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტთან;
  • პროდუქციის რეალიზაციისა და გაყიდვების მაჩვენებლების შეგროვება/დამუშავება და ანალიზი;
  • საქონლის ბრუნვადობის სისტემატიური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;


მოთხოვნები:

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკისა ან სხვა ტექნიკურ დარგში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალიზის წარმოების უნარი;
  • პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • 1С პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • ანალიტიკური აზროვნება

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !