მშენებელ-ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კოპმანია
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი

სამშენებლო კოპმანია აცხადებს ვაკანსიას მშენებელ-ინჟინერის პოზიციაზე.



მოვალეობები:

  • მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • პროექტების გეგმის შესაბამისად სამუშაოთა სპეციფიკაციის შედგენა და მართვა;
  • პროექტებიში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება.
  • არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება
  • პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟირნო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი
  • სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვიანობა, კონტროლი;
  • ობიექტის სამუშაოთა პროგრესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
  • რეპორტების წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.
  • ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი;




საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (მშენებელ ინჟინერის განხრით);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი;
  • დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft project, AutoCAD, ArchiCAD);
  • სასურველია რუსული და/ ან ინგლისური ენების ცოდნა.


გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.info.mc@gmail.com და თემაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მშენებელ-ინჟინერი