შპს „ოფის 1“ აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორ-მძღოლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა- თბილისი: საბურთალოს და დიდი დიღმის ფილიალები
კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
ვალდებულებები:
- შეკვეთების მიწოდება დამკვეთისთვის კომპანიის ავტოტრანსპორტით(ფორდ ტრანზიტით);
- ფილიალების მომარაგება;
აუცილებელი მოთხოვნა:
- გამოცდილება-ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი და ავტომანქანის მართვის 3 წლიანი სტაჟი;
- მართვის მოწმობა და ქალაქის ქუჩების ცოდნა; მართვის მოწმობის ან გამოცდილების არქონის შემთხვევაში
- განიხილება მხოლოდ ექსპედიტორის დამხმარის პოზიცია, რაც გულისხმობს საოფისე ნივთების დატვირთვა, დაცლა, ატანა და მიწოდება დამკვეთისთვის ხელიდან ხელში;
ხელფასი სტაჟირების შემდეგ: 1 000 -დან 1200 ლარი + ბონუსი შედეგიდან და მიწოდებებიდან გამომდინარე;
არჩეული კანდიდატები გაივლიან 7 დღიან სწავლება-სტაჟირების პერიოდს.
ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.
სამუშაო გრაფიკი სრული, 10:00-დან 19:30 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენება მცოცავი გრაფიკის შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოსტაზე hr@pm.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ავეჯის ცენტრი პანორამა,
დ. დიღომი, როსტევან მეფის 4, II სართული (გუდვილის მოპირდაპირე მხარეს); საკონტაქტო ტელეფონი: 599 17 26 26 გთხოვთ საბჯექტში მიუთითოთ: ექსპედიტორ-მძღოლი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.