მამასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი ეპიზოდი თბილისი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
სასტუმრო „ეპიზოდ ჰოტელს“  აცხადებს ვაკანსიას  მამასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • ოთახის თეთრეულის/პისახოცების  სამრეცხაოში თვლით  გაგზავნა, მიღება და კონტროლი
  • დაგროვილი ნარჩენების გატანა და განთავსება სპეციალურ ურნაში
  • სართულებზე არსებული საწყობების შევსება
  • განყოფილებისთვის შემოტანილი პროდუქციის ჩაბარება და განთავსება განკუთვნილ საწყობებში
  • საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება

საჭირო უნარები:
  • სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  მამასახლისი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
გისურვებთ წარმატებას!