ბარმენი

თბილისი სრული განაკვეთი betlive.club
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
Betlive.club ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.
Betlive.club აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბარმენი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას

ძირითადი მოვალეობები:
  •  შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და მათი მომზადება;
  •  საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
  •  მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისთვის;
  •  ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  •  ყველა სახის შეკვეთის აღრიცხვა;
  •  გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება;

საჭირო მოთხოვნები:
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  პუნქტუალურობა;
  •  ყურადღება დეტალების მიმართ;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  •  სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  •  სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  •  დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

betlive.club გთავაზობთ:
  •  ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  •  Fitpass;
  •  დრესკოდის უზრუნველყოფას;
  •  კვებას;
  •  კომპანიისგან სერთიფიცირებულ სასწავლო კურსების უზრუნველყოფას
  •  სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •  სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფას.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 800 ლარი და ბონუსი

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება