ვისოლ ჯგუფის წევრი, უძრავი ქონების ახალი დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
- საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების განვითარების სფეროში კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა/სამართლებრივ საკითხებზე კონსულტირება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის შემუშავება/მომზადება/სამართლებრივი ანალიზი;
- კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ადმინისტრაციული ორგანოების, კერძო სამართლის იურიდიული პირების/ფიზიკური პირების წინაშე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში;
- სახელშეკრულებო სამართლის, სამშენებლო სამართლის, სამეწარმეო ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობის, უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს, სამოქალაქო საპროცესო სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (ინგლისურენოვანი სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტაციის შემუშავების და ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა);
სამუშაო გამოცდილება
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საჯარო/კერძო ორგანიზაციებში/დაწესებულებებში);
- უპირატესად ჩაითვლება ორივე (საჯარო და კერძო) სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- ასევე, სასამართლოს წინაშე წარმომადგენლობის (საპროცესო) გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
შესაბამისი გამოცდილების და ინტერესების მქონე კანდიდატებს გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი ინტერესი შემდეგ მეილზე რეზიუმეს გამოგზავნით: Career@mpd.ge