სუპერმარკეტთა ქსელი ვილმარტი აცხადებს ვაკანსიას მეხინკლეს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული 8 საათიანი გრაფიკი.
ძირითადი ფუნქცია/ მოვალეობები:
- ხინკლისთვის საჭირო ინგრედიენტების მოთხოვნა და მიღება.
- ხინკლის კალკულაციის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება.
- ხინკლის მოსახვევად საჭირო ინვენტარის დასუფთავება და მუდმივად მუშა მდგომარეობის უზრუნველყოფა.
- კალკულაციის და დადგენილი სტანდარტის მიხედვით ცომის მოზელვა.
- კალკულაციის და დადგენილი სტანდარტის მიხედვით ხინკლის შიგთავსის მომზადება.
- შიგთავსის მოზელილ ცომში ჩადება კალკულაციის მიხედვით და მოსახარშად ან/და გაყინვისთვის მომზადება.
- ქვაბის მომზადება მოსახარშად და შესაბამისი რაოდენობის ხინკლის მოხარშვა.
- ხარშვის პროცესზე დაკვირვება, მოხარშული ხინკლის ხარისხის და მზაობის შემოწმება.
- მზა ხინკლის სავაჭრო სივრცეში გასატანად და გასაყიდად მომზადება.
- გაყინვისთვის მომზადებული ხინკლის დაფასოება და გასაყიდად მომზადება.
- საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმძღვანელთან ანგარიშგება ყოველდღიურად.
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.
საკვალიფიკაცია მოთხოვნები:
- განათლება/ტრენინგები
- საშუალო.
- სამუშაო გამოცდილება
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrwillmart20@gmail.com გთხოვ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მეხინკლე“ .