გაყიდვების კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი Amusnet Interactive Georgia
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
საერთაშორისო კომპანია “Amusnet Interactive Georgia” აცხადებს ვაკანსიას “გაყიდვების კოორდინატორის”  პოზიციაზე. 
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
განათლება: უმაღლესი, ეკონომიკის მიმართულებით
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

ძირითადი მოვალეობები: 
  • კომპანიის კომერციულ კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;  
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოვლენა;  
  • გაყიდვების პროცესის მართვა, ასევე შეთავაზებების მომზადება; 
  • მოლაპარაკებების წარმართვა კონტრაქტორებთან 
  • კონტრაქტების მიხედვით გაყიდული სერვისების და პროდუქციის ანალიზი; 
  • მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა; 

მოთხოვნები: 
 
  • ქართული და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება სათამაშო ინდუსტრიაში გაყიდვების მიზნების მისაღწევად; 
  • ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს მონიტორინგი; 
  • კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების პრეზენტაციების ჩატარება; 
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება, მათ შორის ახალი მომხმარებლები და ბაზრები; 
  • არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარება განმეორებითი ბიზნესისა და რეფერალების განსახორციელებლად; 
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკება, ხელშეკრულებების გაფორმება; 
  • გაყიდვების საქმიანობისა და შედეგების ზუსტი ჩანაწერების წარმოება; 
  • MS Office-ის ცოდნა (Excel Pivot, Dashboard, Word, Visio, Power Point; Google AdWords & Google Analytics); 

პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები; 
  • კლიენტებთან ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების უნარი; 
  • ძლიერი მოლაპარაკების უნარი გაყიდვების კონტრაქტების დადების შესაძლებლობით; 
  • კონტრაქტების გაფორმებისთვის საჭირო დარწმუნების მაღალი უნარი; 
  • პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციის შესანიშნავი უნარი; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს; 
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას; 
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კომპანიის მობილურით ულიმიტო სასაუბრო დროს 
  • სპორტული დარბაზით სარგებლობას ადგილზე;  
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: career.georgia@amusnet.ge  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: “გაყიდვების კოორდინატორი”.   
 
ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს! 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.