დიპლომატ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ანალიტიკოსი
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული პროგრამების: Excel / PowerPoint- მაღალ დონეზე (აუცილებელია
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება გაყიდვების გუნდისთვის;
- შემაჯამებელი რეპორტების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- გაყიდვების სტრუქტურის ანალიტიკა, ძლიერი და სუსტი მხარეების მათემატიკური გამოვლენა, ციფრებში ასახვა და საქმიანობის ეფექტურობის განსაზღვრა - ბრენდების და პროდუქტების დონეზე;
- რეპორტინგი მომწოდებლებთან;
- სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
- თანამშრომელთა საჭიროებებზე დროული რეაგირება ანალიტიკური სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში
პიროვნული უნარები და თვისებები:
- ორგანიზებულობა;
- დროის მენეჯმენტი;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- რამდენიმე საქმის კოორდინირებულად შესრულების უნარი;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე; hr@holding.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!