ადმინისტრაციული მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი სიტა
მივლინება: არა ხელფასი: 3000
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი

კომპანია სიტა ქართულ სამშენებლო ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს წინა სამშენებლო და სამშენებლო პროცესების მართვას სთავაზობს. კომპანია უზრუნველყოფს პროექტის ინიცირებიდან დანერგვამდე ყველა შესაბამისი ეტაპის მენეჯმენტს: შესაფერისობის კვლევას და ანალიზს, დიზაინ პროცესის მენეჯმენტს, ბიუჯეტირებას, ფასთა ინჟინერიას, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტს, მშენებლობის მენეჯმენტს. კომპანიის ბიუჯეტი მოიცავს როგორც საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის (Radisson, Wyndham, Hilton, Holiday Inn, Rotana, etc.), ასევე არაბრენდულ საცხოვრებელ პროექტებს. 


კომპანია სიტა აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები

  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;
  • ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;
  • კომპანიის დოკუმენტ წარმოების სისტემატიზება და ორგანიზება;
  • კომპანიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
  • პერიოდული რეპორტების და პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება-გაზიარება;
  • კომპანიის გუნდთან ერთად ეფექტური საკომუნიკაციო სისტემის და სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
  • მომხმარებლისთვის ინდივიდუალური გამოცდილების შექმნის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა;
  • მომხმარებლის სრული ინფორმირებულობის უზრუნველყოფა (ფინანსური, იურიდიული და სხვ.);
  • სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს მოპოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ;
  • საოფისე პროგრამების (უპირატესად ექსელი) მაღალ დონეზე ცოდნა ;
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარები;
  • ყურადღებიანი და მზრუნველი კომუნიკაციის სტილი;
  • ინდივიდუალური და გუნდში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

 

ანაზღაურება

  • ფიქსირებული ხელფასი 3,000.00 ლარის ოდენობით, ხელზე ასაღები. გამოცდილების და კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, გთავაზობთ ხელფასის პერიოდულ ზრდას; 


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზეinfo@sita.ge