დარბაზის ადმინისტრატორი

ქუთაისი სრული განაკვეთი ზღაპარი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 46 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის  პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში (ბუხაიძის 4) 

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 08:00-15:30/16:30-24:00 
  • ანაზღაურება: 800ლ + ბონუსი

მოვალეობები: 
  • დარბაზში პროდუქციის განლაგების/შევსების კონტროლი.
  • საჭიროებისამებრ თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
  • სამუშაოს დაწყება დასრულებისას სავაჭრო სივრცის გაღება/დაკეტვა.
  • სავაჭრო დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა. (პროდუქციის დროული განთავსება სავაჭრო დახლზე, უსარგებლო ნარჩენების (მუყაოს ყუთი, პოლიეთილენის პარკები) ეტლებისა და კალათების სავაჭრო დარბაზიდან გატანის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება
  • დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით http://zgapari.ge/career/
ან  გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge 
(სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)
ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 577 207 117 (სამუშაო საათებში 09:00-18:00)

გაცნობებთ, რომ შპს „ზღაპარი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად