ტრენინგების კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები: ტრენინგის და განვითარების სპეციალისტი
“ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰაიდელელბერგცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების კოორდინატორს / თანამშრომელთა განვითარების პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21.  
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის საჭირო ტრენინგების დაგეგმვა მენეჯერებთან კოორდინაციიისა და კომპანიაში არსებული პროცედურების თანახმად; 
  • ტრეინინგ-პროვაიდერ-ცენტრების მოძიება და მათთან სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბება; 
  • კომპეტენციაში არსებული ტრენინგების ბიუჯეტის კონტროლი- მართვა;
  • ტრენინგ პროგრამების ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
  • სამუშაო ნებართვების წარმოების კონტროლი;
  • პროფესიული ტრენინგების (vocational education/trainings) ორგანიზება, რაც უზრუნვეყოფს კომპანიის მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას; 
  • თანამშრომელთა კარეიერული განვითარების პროგრამების ხელმძღვანელობა; 
  • თანამშრომელთა performance review პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიაში არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელური;

არსებული პირობები და ბენეფიტები:
  • ტრენინგებს სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად;
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით;

თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cement.ge
გთხოვთ, ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ტრენინგების კოორდინატორი წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
გისურვებთ წარმატებას!
 
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.  
შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. 

მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა