HVAC ინჟინერი/თბოენერგეტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი სოლვერი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)
კომპანია „სოლვერი“  უზრუნველჰყობს გათბობა გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგების სიტემების სრულ სერვის მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო ასევე ინდუსტრიული  ტიპის დანადგარებზე.  
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ. გვერდს  https://www.solvery.ge/  
 კომპანია „სოლვერი” აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერი/თბოენერგეტიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში 
 
პოზიცია ექვემდებარება:  ტექნიკურ მენეჯერს 
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა:  1  
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა:  04/08/2024  

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • მოწყობილობების და საინჟინრო სისტემების ტექნიკური დიაგნოსტიკა; 
  • საინჟინრო სისტემებისა და აღჭურვილობის შეკეთება; 
  • შეკვეთების დროული შესრულების უზრუნველყოფა/საპროექტო შეკვეთების დამუშავება; 
  • კომპეტენციიდან/კვალიფიკაციიდან გამომდინარე პრობლემების გამოვლენა, დიაგნოზის დასმა, დასკვნის/შეფასების მომზადება  და აღნიშნული პრობლემის მოგვარება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • სამშენებლო საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის გამოცდილება; 
  • საინჟინრო სისტემების აღჭურვილობის მუშაობის პრინციპებისა და კონსტრუქციის ცოდნა; 
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება. 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
 
სამუშაო პირობები: 
  • რეჟიმი/გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი 
  • სამუშაო ადგილი:  თბილისი, სოფელი დიღომი  გიორგი ბრწყინვალეს #51 
  • შესაძლო მივლინებები (საქართველოს მასშტაბით) 
 
სოციალური პაკეტი: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა 
  • ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში) 
  • კორპორატიული ნომერი 
 
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა 
პირველი კონტრაქტი - ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.  
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად 

დასაქმებულის უფლებები: 
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.  
 
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 
 
საბუთების მიღება: 
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  vacancy@pragma.ge , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;   

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია სოლვერის  მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.   
   
შენიშვნა: 
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.   
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიის და გასაუბრების საფუძველზე.