მოლარე-კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი დელფოსი
მივლინება: არა ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
დელფოსი წარმოადგენს მულტირენდულ საიუველირო გალერეათა ქსელს, რომელიც 2008 წელს დაარსდა საქართველოში კომპანია Delfos Group-ის მიერ და ამჟამად ქ. თბილისსა და ბათუმში 6 ფილიალის სახითაა წარმოდგენილი. 
დელფოსი ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ბრილიანტის, ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ფართო არჩევანს. კომპანია წარმოადგენს მულტიბრენდულ საიუველირო გალერეას იტალიური, ფრანგული, ამერიკული, შვეიცარიული: GRAZIELLA Luxury, Roberto Bravo, Artlinea Fine Italian Jewerly, Amore&Baci,  Bikkembergs, Medusa, Gioielli,  Assos, Corte Murrina, VeBir, Murano Glass, Parker.  
დელფოსი დაარსებიდან თანამშრომლობს იტალიის საიუველირო საგამოფენო ჯგუფთან (Italian Exhibition Group) და წელიწადში ორჯერ პარტნიორ კომპანიებს სტუმრობს Vicenzaoro The Jewellery Boutique Show ფარგლებში, სადაც ქართველი მომხმარებლისთვის ირჩევა განახლებადი კოლექციები, სადაც დგება სამკაულის მოდის ევროპული და ამერიკული ტენდენციები. 
  
დელფოსი აცხადებს ვაკანსიას  მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე - პეკინის #9 / სითი მოლი საბურთალო 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; 
  • წარმოდგენილი სამკაულების შესახებ მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა; 
  • ფილიალის ესთეტიურ იერსახეზე ზრუნვა; პროდუქციის განლაგება, მოწესრიგება, სისუფთავე. 
  • გაყიდვების პროცესებთან დაკავშირებული პროცედურების მართვა. პროდუქციის პროგრამული გატარება და სალაროსთან მუშაობა.  

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები: 

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; 
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირება; 
  • პუნქტუალური, კომუნიკაბელური, მიზანდასახული. 
  • დროსა და სიტუაციებში სწრაფი ორიენტირების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დადებითი პიროვნული თვისებები. 
 
სამუშაო გრაფიკი: 
  • 10:00-19:00 / 12:00-21:00   
  • 10:00-19:00 / 13:00-22:00 
  • ანაზღაურება  800 ლარი + ორმაგი ბონუსი; 
  • დასვენება: კვირაში 2 დღე (მოქნილი გრაფიკით). 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
 
დაინტერესებულმა პირებმა  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე; info@delfosgroup.ge  დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.