მზარეული / ქომი ქუქი

თბილისი სრული განაკვეთი Dormitory Hotel Hualing Tbilisi
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
თბილისის ზღვასთან მდებარე, 3* ვარსკვლავიანი სასტუმრო   „დორმითორი ჰუალინგ თბილისი“, აცხადებს ვაკანსიას: მზარეულის / ქომი ქუქის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს; 
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • კვებით უზრუნველყოფას; 

ძირითადი მოვალეობები:
  • უზრუნველყოს კერძების სწორი რეცეპტითა და რაოდენობით მომზადება ;
  • უზრუნველყოს, ყოველი  კერძი იყოს მაღალი ხარისხით მომზადებული, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები მზადებისას;
  • გაზომოს და მოიმარაგოს კერძების ინგრედიენტები;
  • გარეცხვა, გაწმენდა და დაჭრა ბოსტნეულისა და ხილის;
  • ხორცის დაჭრა და დაბასტურმება;
  • მოამზადოს ძირითადი კერძები, როგორიცაა სალათები, სოუსები;
  • თვალყური ადევნოს მარაგებს;
  • უზრუნველყოს საკვები პროდუქტების სათანადოდ შენახვა მაცივრებსა თუ საყინულეებში;
  • სათანადო ჰიგიენის სტანდარტის დაცვა და სამუშაო ადგილზე სისუფთავის შენარჩუნება;
  • სხვადასხვა კერძების სერვირება ;
  • საკვები პროდუქტების მიღება და მათი მარაგის აღრიცხვა;
  • გაფუჭებული და ვადაგასული საკვების გადაყრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება მზარეულის ან მსგავს პოზიციაზე ;
  • ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
  • კარგი დროის მენეჯმენტისა და ორგანიზაციული უნარები;
  • ძლირი კომუნიკაციისა და მოსმენის უნარი;
  • შეეძლოს პრიორიტეტებად დაყოს შესასრულებელი სამუშაო;
  • მცოცავი გრაფიკით, ცვლებში  მუშაობის შესაძლებლობა;
  • გუნდურბა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა ;

სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას ქ. #22, ჰუალინგ პლაზას მიმდებარედ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებით: რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით - ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სასტუმრო "დორმითორი ჰუალინგ თბილისმა" დაამუშაოს თქვენი როგორც კანდიდატის პერსონალური მონაცემები არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ზემოაღნიშნული მიზნით, თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია სასტუმრო "დორმითორი ჰუალინგ თბილისის" მიერ შეინახება და დამუშავდება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან ერთად თქვენ უფლებამოსილი ხართ:
მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც სასტუმრო "დორმითორი ჰუალინგ თბილისი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
ასევე მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნულის თაობაზე მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr.dormitory@hotelspreference.ge