Mit Hotel აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადმინისტრატორი
მოვალეობები:
- სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება
- ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
- ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით
- ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე
- მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სასტუმროს ვებგვერდის და პლატფორმების მეშვეობით
- შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
- სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ინგლისურ ენაზე გამართულად საუბრის და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
პიროვნული თვისებები:
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე mit.tbilisi@gmail.com სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 603 999