მულტიბრენდული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების შოურუმი CASTELLO აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების წარმომადგენლის“ პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მოთხოვნები:
- აუცილებელია გაყიდვების წარმომადგენლად ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel,Pdf);
- სასურველია Archicad-ის ან 3D MAX-ის პროგრამის ცოდნა;
- უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- უმაღლესი განათლება.
მოვალეობები:
- მაღალი კლასის ევროპული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების გაყიდვა კომპანიის შოურუმიდან და შეკვეთით;
- გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და განახლება;
- შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- სფეროში მოქმედ დიზაინერებთან თანამშრომლობა;
- ყოველთვიური გაყიდვების რეპორტინგის მომზადება;
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდურად მუშაობის უნარი
- სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- მომხმარებელთა საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
- კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის
ჩვენ გთავაზობთ:
- მიმზიდველ და ადეკვატურ სახელფასო სისტემას, ფიქსირებულ ანაზღაურებას + გეგმაზე ორიენტირებულ ყოველთვიურ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
- თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
- განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის დასახელება „გაყიდვების წარმომადგენელი“ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.
გისურვებთ წარმატებებს!