ადმინისტრატორი
თარიღები: 10 ოქტ - 08 ნოემ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ენები: ქართული ინგლისური რუსული
ტურიზმი/სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ადმინისტრატორი (HoReCa)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: kolkhi.hr@gmail.com

სასტუმროკოლხი პალასიმდებარეობს ქალაქ თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის #79-ში.

ჩვენი სასტუმროს მიზანს წარმოადგენს, გახდეს ფართოდ აღიარებული ბრენდი, რომელსაც პატივს სცემენ სერვისის უმაღლესი დონის გამო. ჩვენი მისიაა, სასტუმროს პერსონალის ძალისხმევამ სტუმართა მოლოდინს გადააჭარბოს, ვიხელმძღვანელოთ სერვისის საერთაშორისო სტანდარტებით და ვიყოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგული.

ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს: პატივისცემა, პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, დაკისრებული მოვალეობების სიამოვნებით შესრულება.

სასტუმრო კოლხი პალასი“ აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას:

მდებარეობა: თბილისი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ხელფასი:  24 საათი 60 ლარი

სქესი: მდედრობითი/მამრობითი

მორიგეობა 3დღეში ერთხელ 10 დან -10 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

 

  • სასტუმროს მიმღების გამართული მუშაობა;
  • ჯავშნების  განხორციელება;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • სასტუმროში არსებული თავისუფლაი ნომრების მზაობის უზრუნველყოფა სტუმრების ნებისმიერ დროს მისაღებად;
  • სტუმრებთან უშუალო კომუნიკაცია;
  • სასტუმროში სტუმრების მიღება, განთავსება, მათთვის სასტუმროში კომფორტული ცხოვრებს უზრუნველყოფა და გაცილება;
  • სასტუმროს ტელეფონით მიღებულ ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე, Facebook გვერდზე, Booking-სა და Expedia-ზე მიღბულ ჯავშნებსა და წერილებზე შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
  • სტუმრის გასვლამდე გაქირევებული ნომრების შემოწმება მასშ განთვსებული ინვენტარის მათ შორის ბარის მდგორმარეობის შემოწმება, რაიმე სახის დაზიანების ან/და დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო ანაზღარების მოთხოვნა;
  • სტუმრისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა და მიღება, როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, სტუმრისთვის შესაბამისის ინვოისის მომზადება და ანგარიშსწორების დოკუმენტის გადაცემა;
  • ადამიანური რესურსების სწორად გაადნაწილება და გუნდური მუშაობის უზრუნველყოფა;

 

პროფესიული მოთხოვნები:

 

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების გამართულ, საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. ენების ცოდნა შემოწმდება;
  • უმაღლესი განალთლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული განათლება ტურიზმის, ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე, კომპიუტერული და სასტუმროს ონლაინ დაჯავშნის ინტერნეტ პროგრამების ცოდნა  (Microsoft Office, Booking, Expedia, Ostravok, Fina)

 

 

პერსონალური მოთხოვნები:

 

  • სერვისის სტანდარტების სიღრმისეული გაცნობიერება;
  • მომსახურებისა და კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
  • პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებული, მოტივირებული; 
  • ენერგიული, გუნდური მუშაობის სულისკვეთებითა და გულწრფელი ღიმილით.

 

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტო-სურათთან ერთად,  ელ. ფოსტის მისამართზე: kolkhi.hr@gmail.com  გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ფოტო-სურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები  არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ადმინისტრატორი

L.M.U.


24 სექ - 23 ოქტ

ადმინისტრატორი

სასტუმრო Green Queen


26 სექ - 25 ოქტ

ადმინისტრატორი

ტორტინი


03 ოქტ - 01 ნოემ

ადმინისტრატორი

სასტუმრო


04 ოქტ - 02 ნოემ

ადმინისტრატორი

Apart Hotel MX


28 სექ - 27 ოქტ

ადმინისტრატორი

Alphabet Hotel


08 ოქტ - 06 ნოემ

ადმინისტრატორი

დს კომპანი


08 ოქტ - 31 ოქტ