საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია ლოჯისტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მუშაობის განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 800-1000 ლარი + ბონუსი
მისამართი: კრწანისის ქ ნ24
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა;
- შემოსული შეკვეთების დამუშავება, ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
- დამკვეთის მხრიდან მოწოდებული საბუთების კონტროლი;
- დადასტურებული შეკვეთების ლოჯისტიკის მენეჯერთან გადამისამართება;
- შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
- კონკრეტული გადაზიდვის ფასის დადგენა და კლიენტისათვის მიწოდება;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან;
- კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი პორტფოლიოს მართვა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები
- კორპორაციული გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ლოგისტიკაში შესყიდვების ან გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- საბაჟო პროცედურების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
აუცილებელი თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალობა;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hrlogitics@gmail.com
სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.