ლუდის ჩამომსხმელი
1xP PRIORITY Global Beer Georgia
თარიღები: 10 ოქტ - 31 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
გაყიდვები:  საცალო კლიენტთა მომსახურება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@globalbeergeorgia.com

გლობალ ბიერ ჯორჯია  აცხადებს ვაკანსიას  ლუდის ჩამომსხმელის პოზიციაზე- თბილისში;

Global Beer Georgia (GBG)  ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. ჩვენი ნაწარმია ლუდი „აისი“, „შავი ლომი“, „კრუშოვიცე“, „არაგველი“, ლიმონათი „ბერიკა“ ასევე, GBG საერთაშორისო ბრენდის - ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა. 

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ მიზნის მიღწევა და კომპანიის განვითარება დამოკიდებულია, ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე . ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ,  დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში. 

 

მოთხოვნები:

  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საქმის შესწავლა მოხდება ადგილზე; 

 

პიროვნული თვისებები:

  • მიზანსწრაფულობა
  • კომუნიკაბელური
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ორგანიზებულობა


სამუშაო გრაფიკი:

  • სამუშაო დღეები - 7 დღე (ცვლები ურთიერთშეთანხმებით) 
  • სამუშაო საათები - 10:00 – 22:00  (განრიგი 10:00-16:00 ან  16:00-22:00) 

 

სამუშაო ლოკაცია

  • კარფური მოლი 
  • კარფური ისთ ფოინთი 


დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 

მსგავსი განცხადებები
Customer Support in Russian Language

Company


02 ოქტ - 31 ოქტ

Customer Support in Russian Language

Company


09 ოქტ - 07 ნოემ

Duty Free Sales Assistant

ATU Duty Free


15 ოქტ - 13 ნოემ

Retenion English Speaking Agent

ალფა მარკეტინგი


05 ოქტ - 03 ნოემ

Менеджер по Работе с Клиентами

ივერიაელექტროკომპლექტი


17 ოქტ - 15 ნოემ

ავტომეთვალყურე

გუდვილი


18 ოქტ - 31 ოქტ

ბუღალტრის დამხმარე

კახელები


27 სექ - 26 ოქტ