კომპანია "პრიმაქს-ჯორჯია" 2016 წლიდან პოზიციონირებს სამედიცინო აღჭურვილობის სექტორში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ფუნქცია-მოვალეობები: - კორპორაციული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა;
- არსებულ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში;
- პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
- ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი;
- გაყიდვების გასაზრდელად აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა;
- პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
- სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
- შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი;
- პრეზენტაციების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: - უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო სფეროში);
- გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- გამართული და დახვეწილი მეტყველება;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
- პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი;
- გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ჩვენ გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
- კარიერულად ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass
თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე info@primax-georgia.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.