საერთაშორისო კომპანია BTL-ის საქართველოს ბრენჩი აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკური მიმართულების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.კომპანია 30 წელია არსებობს სამედიცინო ბაზარზე. ჩვენ ვაწარმოებთ სამედიცინო და ესთეტიკური მიმართულების დანაგარებს და ვახორციელებთ მათ რეალიზაცია 95 ქვეყანაში.მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:- იძიოს გაყიდვის ახალი შესაძლებლობები ესთეთიური მედიცინის მიმართულებით და გააფართოვოს მომხმარებლებთა სია.
- წარმოადგინოს, განავითაროს და გაყიდოს კომპანიაში წარმოებული დანადგარები ესთეთიკურ კლინიკებში, სილამაზის სალონებში.
- შექმნას და გაარგრძელოს ახლო-საქმიანი ურთიერთობები კლიენტებთან.
- კლიენტებისთვის ჩაატაროს დანადგარების პრეზენტაცია და დემონსტრაცია.
- რეგულარულად შეასრულოს ან გადააჭარბოს დასახული გაყიდვების გეგმა.
- თვალი ადევნოს კონკურენტების აქტივობებს ადგილობრივ ბაზარზე.
- იმუშაოს CRM სისტემაში და კლიენტების მონაცემების ბაზასთან.
- წარადგინოს გაყიდვების მოსალოდნელი პროგნოზი და ასევე ჩააბაროს ანგარიში ზემდგომ უფროსობასთან.
მოთხოვნები:- სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირებაში, გაყიდვების მიმართულებით.
- სამედიცინო განათლების მქონე პირებს მიენიჭება უპირატესობა.
- სამედიცინო ან ესთეტიურ მედიცინაში გაყიდვების გამოცდილება - 1 წელზე მეტი.
- მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტებთან კომუნიკაციის და პრეზენტირების უნარი - უმაღლეს დონეზე.
- დამოუკიდებლად მუშაობის და გაყიდვების ეფექტური მართვის უნარი - უმაღლეს დონეზე.
- ბაზრის ანალიზი და ეფექტური სტრატეგიების შექმნა - უმაღლეს დონეზე.
- მზაობა მოკლე და გრძელ ვადიან მივლინებებში გამგზავრება და ადგილობრივ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა.
- Microsoft Office-ის,Google Sheet-ის და CRM სისტემების ცოდნა.
- ქართული ენის ცოდნა - მაღალ დონეზე, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა - სავალდებულოა
სამუშაო პირობები:- სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევი
- სამუშაო დრო 9:00-18:00 (1 საათი შესვენება)
- შვებულების ხანგრძლივობა - 24 სამუშაო დღე
- ანაზღაურება - შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.